Tuesday, July 21, 2015

რეფლექსია მეცხრე დღე

მეცხრე დღეც ამოიწურა. ტრენინგი დასრულდა. კიდევ ავღნიშნავ რომ მიხარია შვებულება, მაგრამ არ მომბეზრებია მუშაობა ტრენინგის მანძილზე. კი გვთხოვა ტრენერმა მარტო კარგი სიტყვები არ წეროთო, მაგრამ მართლა არ მოველოდი ასე თუ მომეწონებოდა მუშაობის პროცესი და ამომწურავ პასუხებს თუ მივიღებდი ტრენინგის ყოველ დღეს.
დიდი მადლობა!

Wednesday, July 15, 2015

რეფლექსია მერვე დღე

მერვე დღეც დასრულდა. ზაფხულის შვებულება მახარებს, თუმცა გული მწყდება ტრენინგი რომ მთავრდება. მადლობა!

Tuesday, July 14, 2015

რეფლექსია მეშვიდე დღე

ესეც მეშვიდე დღე. სულ უფრო და უფრო მაგარი გაკვეთილებია. სახლში მისული ვწუწუნებ გზამ დამღალა-თქო, მაგრამ ტრენინგის მომდევნო დღეს ხალისით ვხვდები.

Monday, July 13, 2015

რეფლექსია მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც კარგად წარიმართა. მეტი ინფორმაცია დაემატა შეძენილ ცოდნას. პროექტის გეგმის ყველა პუნქტი განხილულია. ახლა მასალის აკინძვაზე უნდა ვიფიქროთ.

Friday, July 10, 2015

რეფლექსია მეხუთე დღე

ესეც მეხუთე დღე. დღეს არ დავღლილვარ, რა თქმა უნდა თეორიული მხრივ შეფასებაზე ვიმუშავეთ და მართლაც სერიოზულად. მაგრამ ტექნიკური სამუშაო ისეთი სახალისო და მრავალფეროვანიააა! რა კითხვებიც  მქონდა, თავად ტრენინგის დროს შეკითხვის გარეშე მივიღე პასუხები.

პროექტის პორტფოლიო

Thursday, July 9, 2015

რეფლექსია მეოთხე დღე

უფრო და უფრო მეტ რამეს ვსწავლობ, მართლა შრომატევადი დღე იყო ეს დღე. ცოტა დავიღალე. ბევრი რამ ვისწავლე როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული საკითხებიდან.
ველოდები ტრენინგის მომდევნო დღეს! 

Monday, July 6, 2015

რეფლექსია მესამე დღე

დღეს მართლაც ბევრი რამ ვისწავლე. მომეწონა ინტერნეტიდან ესგ-ის გამოყენება, არასდროს მისარგებლია დღემდე. ცოტა დრო იყო ტრენინგის დასრულებამდე დარჩენილი, რომ ჩემს მეგობარს შეატყობინეს დედის ცუდად ყოფნა. ასე, რომ რეფლექსიის დაწერა ვერ მოვასწარი და სახლიდან დავწერე. 

Sunday, July 5, 2015

რეფლექსია მეორე დღე

დღევანდელი ტრენინგის დღე მართლაც რომ საინტერესო გამოდგა. პირველ რიგში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების შინაარსი, ვიმსჯელეთ, მივიღეთ ფრიად გამოსადეგი რჩევები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. ვისწავლეთ წიგნზე მუშაობა. ერთი სიტყვით,  მადლობა!

Saturday, July 4, 2015

რეფლექსია პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე არამარტო ერთმანეთისა და სამუშაო გეგმის გაცნობის იყო, არამედ შეძენილი ცოდნის განახლებისა და ზოგიერთი სიახლის მარტივად შესწავლის. ვფიქრობ, რომ საინტერესო ტრენინგის რვა დღე გველოდება წინ.