Tuesday, July 21, 2015

რეფლექსია მეცხრე დღე

მეცხრე დღეც ამოიწურა. ტრენინგი დასრულდა. კიდევ ავღნიშნავ რომ მიხარია შვებულება, მაგრამ არ მომბეზრებია მუშაობა ტრენინგის მანძილზე. კი გვთხოვა ტრენერმა მარტო კარგი სიტყვები არ წეროთო, მაგრამ მართლა არ მოველოდი ასე თუ მომეწონებოდა მუშაობის პროცესი და ამომწურავ პასუხებს თუ მივიღებდი ტრენინგის ყოველ დღეს.
დიდი მადლობა!

Wednesday, July 15, 2015

რეფლექსია მერვე დღე

მერვე დღეც დასრულდა. ზაფხულის შვებულება მახარებს, თუმცა გული მწყდება ტრენინგი რომ მთავრდება. მადლობა!

Tuesday, July 14, 2015

რეფლექსია მეშვიდე დღე

ესეც მეშვიდე დღე. სულ უფრო და უფრო მაგარი გაკვეთილებია. სახლში მისული ვწუწუნებ გზამ დამღალა-თქო, მაგრამ ტრენინგის მომდევნო დღეს ხალისით ვხვდები.

Monday, July 13, 2015

რეფლექსია მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც კარგად წარიმართა. მეტი ინფორმაცია დაემატა შეძენილ ცოდნას. პროექტის გეგმის ყველა პუნქტი განხილულია. ახლა მასალის აკინძვაზე უნდა ვიფიქროთ.

Friday, July 10, 2015

რეფლექსია მეხუთე დღე

ესეც მეხუთე დღე. დღეს არ დავღლილვარ, რა თქმა უნდა თეორიული მხრივ შეფასებაზე ვიმუშავეთ და მართლაც სერიოზულად. მაგრამ ტექნიკური სამუშაო ისეთი სახალისო და მრავალფეროვანიააა! რა კითხვებიც  მქონდა, თავად ტრენინგის დროს შეკითხვის გარეშე მივიღე პასუხები.

პროექტის პორტფოლიო

Thursday, July 9, 2015

რეფლექსია მეოთხე დღე

უფრო და უფრო მეტ რამეს ვსწავლობ, მართლა შრომატევადი დღე იყო ეს დღე. ცოტა დავიღალე. ბევრი რამ ვისწავლე როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული საკითხებიდან.
ველოდები ტრენინგის მომდევნო დღეს!